ავტორი:

“რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ ანტიგმირის საქციელს, რომელმაც რუსული დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში“ - მარია ზახაროვა

“რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ ანტიგმირის საქციელს, რომელმაც რუსული დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში“ - მარია ზახაროვა

“რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის შეფასებას მისცემენ თბილისში, რუსული სამფეროვანი დროშის შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ სიტუაციას,“ - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ქართველმა მომღერლის ერეკლე გეწაძის პერფორმანსს Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე.

  • გეწაძის აღნიშნული წარმოდგენა, რუსეთის დროშის გამოყენებით, რუსულმა მედიამ სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფად მონათლა და ამის შესახებ ტელეგრამარხებზე ინტენსიურად წერდნენ.

ვიდეოს მარია ზახაროვაც აზიარებს.

“დილიდან არაერთი ზარი ისმის, კომენტარის გაკეთების თხოვნით უცნობი ანტიგმირის საქციელზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში.

პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც არ უნდა ჩაიდინოს შეშლილმა.

მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას შესაბამის შეფასებას მისცემენ...

მესამე - თამარ მეფის ღირსეული შთამომავლები, წერეთლების სახელოვანი გვარისა და რუსეთის დროშის ქვეშ მებრძოლი პეტრე ბაგრატიონის დიდებული წარმომადგენლებიდან დაწყებული და ნიკოლაი ცისკარიძით დამთავრებული, რომელიც დონბასის რესპუბლიკებისთვის დახმარებას აგროვებდა - ეს ადამიანები, რომლებმაც თავიანთ პროფესიაში რეალურ სიმაღლეებს მიაღწიეს, ამ ფსკერისგან განსხვავებით, საკუთარ თავს რუსულ სამფეროვან დროშასთან აიგივებენ ჭეშმარიტად ქართული პატივითა და სიამაყით. და, რა თქმა უნდა, შეგახსენებთ, რომ სწორედ ქართველმა მელიტონ ქანთარიამ, სერჟანტ მიხაილ ეგოროვთან ერთად, აღმართა რაიხსტაგზე ჩვენი საერთო ქვეყნის დროშა, რომლის მემკვიდრეც რუსეთია.

პირადად ჩემგან კი დავამატებ, რომ როდესაც ღმერთმა კაცს ტვინი არ მისცა, მას სხვა ორგანოებთან უწევს მუშაობა - ამ შემთხვევაში, სწორედ იმ ორგანოებთან, რომელიც, როგორც ჩანს ყველაზე ხშირად ხვდება ხელთან.

უცნაურია, რომ ხელთათმანშია. მაგრამ, როგორც ჩანს, საკუთარ თავს კარგად იცნობს. რას არ გააკეთებს უტვინო ადამიანი თვითკმაყოფილებისთვის,“ - წერს ზახაროვა.