მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს, რომელსაც ზოგიერთი მათგანი ამოუცნობ მფრინავ ობიექტად მიიჩნევს.
კოლუმბიის ქალაქ ბუგას თავზე მფრინავი მისტიკური სფერო პირველად 2 მარტს შენიშნეს. ის მოგვიანებით მიწაზე დაეშვა და მას შემდეგ ის მეცნიერებისთვის კვლევის ახალ საგნად იქცა.
ხოსე ლიოს ველასკესი ერთ-ერთი მკვლევარია, რომელიც სამშრიან სფეროს შეისწავლის. მისი თქმით, მეტალის ბურთზე არ შეინიშნება შედუღების კვალი, რაც ჩვეულებრივ ადამიანის მიერ შექმნილ ობიექტებზე მიუთითებს. ამან კიდევ უფრო გაამყარა ის მოსაზრება, რომ მას უცხოპლანეტელებთან უნდა ჰქონდეს კავშირი.
სან დიეგოს უნივერსიტეტის ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის წევრმა, ჯულია მოსბრიჯმა Fox News Digital-თან განაცხადა, რომ სფეროს არამიწიერი წარმოშობის შესახებ მოსაზრებების მიმართ ის ჯერ კიდევ სკეპტიკურადაა განწყობილი.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">🚨 BREAKING - Radiologist Examines UFO Sphere That Crashed in Buga, Colombia<a href="https://twitter.com/hashtag/Ufotwitter?src=hash&ref_src=twsrc%5Etfw">#Ufotwitter</a> <a href="https://t.co/TFeJ8OPmhE">pic.twitter.com/TFeJ8OPmhE</a></p>— T R U T H P O L E (@Truthpolex) <a href="https://twitter.com/Truthpolex/status/1919724949326926027?ref_src=twsrc%5Etfw">May 6, 2025</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
"ის ჩემს თვალში ხელოვნების ძალიან მაგარ პროექტს უფრო ჰგავს",- თქვა მან და საზოგადოებას წინასწარი დასკვნების გამოტანისგან თავის შეკავება სთხოვა.
მოსბრიჯის თქმით, ამოუხსნელი ობიექტების შემჩნევის შემთხვევები ათწლეულებია ხდება.
"გულწრფელად რომ ვთქვათ, ათწლეულების განმავლობაში ვაკვირდებოდით ამოუცნობ ანომალიურ ფენომენებს, ფედერალურმა მთავრობამაც აღიარა, რომ არსებობს ისეთი რაღაცები, რაც ჩვენთვის ამოუხსნელია, მაგრამ ჩვენ შესწავლას განვაგრძობთ",- თქვა მოსბრიჯმა.
"სანამ გადავწყვეტთ, რომ რაღაც ანომალიაა, ან უცხოპლანეტელებს უკავშირდება, ობიექტი ჯერ ისეთ ჯგუფს გადავცეთ, როგორიცაა Galileo Project და ისინი დაადგენენ მართლაც ადამიანის შექმნილია ობიექტი, თუ არა",- დასძინა ფიზიკოსმა.
ეჭვების მიუხედავად, მოსბრიჯი არც იმას გამორიცხავს, რომ ობიექტი მართლაც არამიწიერი წარმოშობის იყოს, თუმცა ნაადრევი დასკვნების გამოტანას ერიდება.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა