ავტორი:

შსს-ში აცხადებენ, რომ გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

შსს-ში აცხადებენ, რომ გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერზე გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაკავებული.

როგორც ცნობილია, გრიგოლ გეგელიას თავს 24 მაისს დაესხნენ. გეგელია აცხადებს, რომ "თავდასხმა ერთმნიშვნელოვნად" პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო.