ავტორი:

პროტესტის 179-ე დღე - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

პროტესტის 179-ე დღე - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა

პროტესტის 179-ე დღეს, რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა წარწერით ბანერი, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტთან იმყოფებიან, უცვლელი მოთხოვნები აქვთ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.