ავტორი:

“ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს“ - მეფე ჩარლზ III, მარკო რუბიო, ლატვიის პრეზიდენტი და ა.შ.: მსოფლიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

“ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს“ - მეფე ჩარლზ III, მარკო რუბიო, ლატვიის პრეზიდენტი და ა.შ.: მსოფლიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თბილისში საქართველოს რამდენიმე ქალაქში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. 26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება.

ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიოც ულოცავს.

  • ერთ-ერთი მათგანია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო:

“ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ეროვნულ დღეს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული.

„ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა ემყარება დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს. ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს“, - აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ საქართველოს მისწრაფებებს შეესაბამება.

„ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ საქართველოს მისწრაფებებს შეესაბამება.“

  • გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III:

“მაშინ, როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე სიხარულით გიგზავნით ჩვენს ყველაზე გულთბილ მილოცვებს. მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. მე და ჩემი მეუღლეს დიდი სიამოვნებით ვუსურვებთ ყველა ქართველს საუკეთესო სურვილებს“, - აღნიშნულია მეფე ჩარლზ III-ის მისალოც წერილში.

  • საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პაველ ჰერჩინსკი:

“დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. გაქვთ საფუძველი იამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ. ამ წლების განმავლობაში ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს გვერდში ედგა. ჩვენ ვუწევდით სასიცოცხლო დახმარებას, მხარს ვუჭერდით დემოკრატიულ რეფორმებს, ვხსნიდით წვდომას ევროპულ ბაზრებზე და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალებას ვაძლევდით. ამავდროულად, ეს დღე მძლავრი შეხსენებაა იმისა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასოდეს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული - სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! წინ საქართველო, წინ!” - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვაში.

  • საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი:

“ვულოცავთ ჩვენს ქართველ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! ქართველები ყოველთვის დაუღალავად შრომობდნენ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის თავიანთ ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროპა ქართველების გვერდით დგას.

„ჩვენ პატივს ვცემთ და აღფრთოვანებულები ვართ ამ ურყევი ერთგულებით. გერმანია და ევროპა თქვენს გვერდით დგას. გაგიმარჯოს საქართველო“, - წერს ელჩი.

  • ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი:

„ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება და დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია, - ამის შესახებ. ამ მნიშვნელოვან დღეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ თავისუფლებისმოყვარე ყველა ქართველს“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

  • საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი:

“1918 წლის 26 მაისს, საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიისგან და მას შემდეგ იბრძვის თავისუფლებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დღეს საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებში“, - აცხადებს ელჩი.

  • საქართველოში დანიის ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი:

“ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! დანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას“, - წერს ანე ტოფტ სორენსენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

„თავისუფლება გარანტირებულ მოცემულობად არ უნდა ჩაითვალოს. გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს“, - აცხადებს ელჩი.

  • საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მისალოც გზავნილს აქვეყნებს პოლონეთის და ესტონეთის საგარეო უწყებები.

„ესტონეთი თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა

„დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართველ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობის, სოლიდარობისა და კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - ავრცელებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

  • შვედეთის საელჩო:

“ძვირფასო ქართველებო, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შვედეთი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება“, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საელჩო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ვაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ მტკიცე მხარდაჭერას“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: