ავტორი:

ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს

ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ახალწვეულებმა ფიცი თბილისში, თავისუფლების მოედანზე და ქვეყნის მასშტაბით ხუთ ისტორიულ ადგილას დადეს.

“მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა სამხედრო სამსახურში:

ვფიცავ, პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე;

ვფიცავ, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები;

ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების საფუძველთა საფუძველი;

ვფიცავ, შევინახო მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდების ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება;

ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის.

თუ ამ ფიცს გავტეხ, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი“ - წარმოთქვეს ახალწვეულებმა.

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.