თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდა.

ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი თბილისში, თავისუფლების მოედანზე და ქვეყნის მასშტაბით ხუთ ისტორიულ ადგილას დადეს.



თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მომსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას, საზოგადოებასთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.



საზოგადოებას მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა, ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.
თბილისის ცაზე სადემონსტრაციოდ გადაიფრინეს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ.




26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. კერძოდ, გამოფენები თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, ამბროლაურში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში გაიმართება.
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი
იხილეთ ასევე: