ავტორი:

კანადაში, "სიკვდილს მდინარესთან", დინოზავრთა სამარხში ათასობით ჩონჩხი ნახეს - რა გახდა მათი დაღუპვის მიზეზი?

კანადაში, "სიკვდილს მდინარესთან", დინოზავრთა სამარხში ათასობით ჩონჩხი ნახეს - რა გახდა მათი დაღუპვის მიზეზი?

კანადის ალბერტას პროვინციაში ,პალეონტოლოგებმა უპრეცედენტო მასშტაბის დინოზავრების მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. როგორც კვლევის შედეგად გაირკვა, ათასობით პაქირინოზავრი - ბალახის მჭამელი, ოთხფეხა დინოზავრი - ერთდროულად დაიღუპა, დაახლოებით, 72 მილიონი წლის წინ.

  • "სიკვდილის მდინარე“

სამარხი აღმოაჩინეს პაიპსტოუნ-კრიკში, რომელსაც ადგილობრივები "სიკვდილის მდინარედ“ მოიხსენიებენ. აქ გადმოცემით, ერთ-ერთ მონაკვეთში ძვლები უკიდურესად მჭიდროდ იყო მიწის ქვეშ - ერთი კვადრატული მეტრის ფარგლებში 300-მდე ძვალი ნახეს.

პროფესორი ემილი ბემფორტი, არქეოლოგიური სამუშაოების ხელმძღვანელი, ადგილზე გათხრებს განაგრძობს. მისი გუნდი ტალახისა და მტვრის ფენებს ფრთხილად აშორებს, რათა ნელ-ნელა გამოაჩინოს ქაოსურად განლაგებული გაქვავებული ძვლები.

"ეს ტერიტორია ნამდვილი პალეონტოლოგიური ოქროა. რაც მეტს ვთხრით, მით უფრო იზრდება აღმოჩენების მასშტაბი,“ - ამბობს ბემფორტი.

  • როგორ გამოიყურებოდნენ პაქირინოზავრები?

ეს დინოზავრები დაახლოებით 5 მეტრის სიგრძისა და 2 ტონამდე წონის იყვნენ.

გათხრების ტერიტორიაზე ნაპოვნია სხვადასხვა ასაკის დინოზავრების ძვლები - როგორც მოზარდების, ისე სრულწლოვანების. მეცნიერებს ახლა შეუძლიათ შეისწავლონ არა მხოლოდ ანატომია, არამედ სახეობის შიდა განსხვავებებიც.

  • რა მოხდა სინამდვილეში?

მეცნიერების მთავარი მიზანია ამოახსნან, რატომ დაიღუპა ერთდროულად ასეთი დიდი რაოდენობის დინოზავრი. მათი ვარაუდით, ყველა მონაცემი მიუთითებს მოულოდნელ და ძალზედ დამანგრეველ წყალდიდობაზე, რომელიც მთებიდან წამოსულმა შტორმმა გამოიწვია.

"დინოზავრები ნელა გადაადგილდებოდნენ და პრაქტიკულად არ იცოდნენ ცურვა. როცა წყლის მასა მოვარდა, გაქცევის შანსი არ ჰქონდათ,“ - განმარტავს ბემფორტი.

მისი თქმით, ქანებზე აღმოჩენილი ტალღოვანი ნაკვალევი თითქოს წყლის მოძრაობის ანარეკლია და კატასტროფის მასშტაბს ნათლად აჩვენებს.

როგორც ირკვევამ პაქირინოზავრები არ იყვნენ ამ რეგიონის ერთადერთი ბინადრები. დედფოლ-ჰილსში, მდინარის პირას, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ედმონტოზავრების ნაშთებიც - ეს დინოზავრებიც ბალახის მჭამალები და დაახლოებით, 10-მეტრიანი სიგრძის იყვნენ.

ჯექსონ სვედერი, მახლობლად მდებარე მუზეუმის კოლექციების მენეჯერი, ამჟამად მუშაობს თავით 1.5-მეტრიან თავის ქალაზე. მუზეუმში უკვე 8,000-ზე მეტი ნამარხია თავმოყრილი. წყარო