მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა - "დამოუკიდებლობისთვის" დაიწყო.
მსვლელობის დაწყებამდე კოალიციის ლიდერებმა, ადგილზე მისულ მოქალაქეებს მიმართეს და დღევანდელი დღე მიულოცეს. მათი თქმით, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება კვლავ დასაცავია.
ადგილზე აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. ასევე, ბანერები, რომლებზეც საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებული ადამიანების სახელები და გვარები წერია.
ადგილზე ასევე მობილიზებულია პოლიციაც.