ავტორი:

"საქართველოს ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რესპუბლიკის ორდენს, მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს ვანიჭებთ" - მაია სანდუ

"საქართველოს ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რესპუბლიკის ორდენს, მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს ვანიჭებთ" - მაია სანდუ

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ანიჭებს რესპუბლიკის ორდენს - მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს. შესაბამისი განცხადება სანდუმ პლატფორმა X-ზე გაავრცელა.

  • "საქართველოს ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, ვანიჭებთ რესპუბლიკის ორდენს — მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

მისი ლიდერობა და ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი შთაგონებას გვმატებს”, - წერს სანდუ.