ავტორი:

ლივერპულში, სადაც ფანები "ლივერპულის" ჩემპიონობას აღნიშნავდნენ, მანქანა ხალხში შევარდა - რა დეტალები ხდება ცნობილი

ლივერპულში, სადაც ფანები "ლივერპულის" ჩემპიონობას აღნიშნავდნენ, მანქანა ხალხში შევარდა - რა დეტალები ხდება ცნობილი

ქალაქ ლივერპულში ავტომობილი ხალხში შევარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ მიერ ინგლისის პრემიერლიგის ტიტულის მოპოვების აღსანიშნავად მიმდინარე ზეიმზე მოხდა.

ქალაქის პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.