ბათუმში აქციაზე "ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს. ამის შესახებ "ძლიერ საქართველოში” განაცხადეს.
"პოლიციამ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. სხვა დეტალები არ ვიცით“, - აცხადებენ კოალიციაში.
დამატებით დეტალებს "ინტერპრესნიუსი“შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.