სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც წარმოდგენაში, თეატრში, არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას განიხილავს, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე! – ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"სანქცირებული კალანდარიშვილის, ივანიშვილის, რუსული პარტიის პირობებში, ვინც წარმოდგენაში, თეატრში, არჩევნებად წოდებულში მონაწილეობას განიხილავს, დადასტურებულად იქნება ივანიშვილის მსახიობი, რეჟიმის თანამონაწილე! პოლიტპატიმრები ციხეში, პლუს ახალი ტყვეები, ახლა უკვე, ოპოზიციური პარტიის ლიდერები და ამ დროს, სიტყვა „არჩევნების“ გამოყენებაც კი - დანაშაულია! ეგ არის ივანიშვილის წარმოდგენა/სპექტაკლი!
ივანიშვილმა ეს სპექტაკლი, წარმოდგენა ვერ უნდა გამართოს და ამის გარშემო გავერთიანდეთ! საქართველო ივანიშვილის გარეშე! ბიძინა უნდა დაემხოს!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.