ავტორი:

"... თითქოს ვკვდები, ცოტაღა დამრჩა. პირველ რიგში, ავადმყოფობა და სიკვდილი ყველა ადამიანის გზაა" -  რამზან კადიროვი

"... თითქოს ვკვდები, ცოტაღა დამრჩა. პირველ რიგში, ავადმყოფობა და სიკვდილი ყველა ადამიანის გზაა" -  რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა თავის "ტელეგრამ-არხზე" გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ძველი კოშკის გვერდით მიდის, ხოლო კადრს მიღმა მისი სახელით ტექსტს კითხულობენ:

"სულ უფრო ხშირად მესმის ჭორები ჩემი ავადმყოფობის შესახებ - თითქოს ვკვდები, ცოტაღა დამრჩა. პირველ რიგში, ავადმყოფობა და სიკვდილი ყველა ადამიანის გზაა. არცერთი ცოცხლისთვის არ აუვლია სიკვდილს გვერდი. მეორეც, არც ავადმყოფობას და არც რაიმე საფრთხეს არ შეუძლია შეამოკლოს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. მის ხანგრძლივობას მხოლოდ ის განსაზღვრავს, ვინც სიცოცხლე მოგვცა. თუ მე განწირული ვარ ვიცხოვრო 50, 60 ან 70 წელი, მე ისე ვიცხოვრებ, როგორც დაწერილია, და ვერავინ წამართმევს ვერცერთ დღეს“.

ამასთანავე, შეტყობინებაში ხაზგასმულია, რომ ისინი, ვინც კადიროვის ავადმყოფობაზე საუბრობენ, რჩებიან "მშიშარა ჭორიკანებად, რომლებიც თაგვებივით საზღვარგარეთ იმალებიან“.

ვიდეოს წარწერაში კადიროვმა ამბობს, რომ ყოველი დღე "ყოვლისშემძლეს მიერ ბოძებული უძვირფასესი საჩუქარია“.

"ჩვენი დრო წინასწარ განსაზღვრულია, საჭიროა მისი შეგნებულად ცხოვრება, ცარიელი ჭორების გავრცელებისა და არეულობის დათესვის გარეშე. ნუ დაკარგავთ სიცოცხლეს ამაოდ - აავსეთ იგი სიკეთით, გულწრფელობითა და მადლიერებით“, - აღნიშნავს ჩეჩნეთის მეთაურმა.

ამჟამად რამზან კადიროვი 48 წლისაა. მანამდე "ნოვაია გაზეტა ევროპა“ წერდა, რომ ექვსი წლის წინ მას პანკრეასის ნეკროზის დიაგნოზი დაუსვეს განკურნების იმედის გარეშე. გამოცემის ცნობით, ამ წლის გაზაფხულზე ჩეჩნეთის მეთაურის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამის გამო მან შეწყვიტა რესპუბლიკის დატოვება და თითქმის მთელ დროს გროზნოს კლინიკა "აიმედში“ ატარებს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მათ შორის ღამეც იქ რჩება.

მანამდე კადიროვმა არაერთხელ უარყო თავისი ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ხმები. 2023 წელს მან გამოაქვეყნა ვიდეო გროზნოში სეირნობისას და იმ ადამიანებს, ვინც ინტერნეტში ვერ არჩევს სიმართლეს სიცრუისგან, სუფთა ჰაერზე გასეირნება ურჩია. ამ წლის იანვარში ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა კადიროვთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ის 18 დღის განმავლობაში საჯაროდ არ გამოჩენილა. ვიდეოში კადიროვი ჩაის სვამდა და ამბობდა, რომ მას იმუნიტეტი სჭირდებოდა "გამარჯვების აღსანიშნავად“.

ა.წ. მაისის დასაწყისში კადიროვმა განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის მეთაურის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვოს და თხოვნის დაკმაყოფილების იმედი აქვს. თუმცა, კრემლში პუტინთან შეხვედრის შემდეგ, კადიროვმა დაწერა, რომ დადებითი პასუხი არ მიუღია.

"ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა, ინტერნეტში გავრცელებული ბოლო ინფორმაციების კომენტირებისას, გაიმეორა მარკ ტვენის ცნობილი სიტყვები, რომ "ჩემი სიკვდილის შესახებ ცნობები ძალიან გაზვიადებულია“. დაამატა, რომ ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებას ვასრულებ!“ - განაცხადა კადიროვმა.