ავტორი:

რა ფასად და როგორ უნდა იყიდოთ გამართული ელექტრომობილი აშშ-ს აუქციონზე ელემენტის გარანტიით?

რა ფასად და როგორ უნდა იყიდოთ გამართული ელექტრომობილი აშშ-ს აუქციონზე ელემენტის გარანტიით?

თუ თქვენ ერთხელ მაინც გიფიქრიათ ელექტრომობილის შეძენაზე, მაშინ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. ეს გახლავთ საავტომობილო ინდუსტრიის გარდაუვალი მომავალი. თანამედროვე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ტექნოლოგიური განვითარებისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ, უკვე გადავიდნენ ელექტრომობილებზე და ამით ზრუნავენ, ერთი მხრივ, საკუთარი ხარჯების მაქსიმალურ ოპტიმიზაციაზე, მეორე მხრივ, გარემოზე.

ალბათ, გაგიკვირდებათ და პირველი ელექტრომობილი შეიქმნა XIX საუკუნის დასაწყისში, ანუ მანამდე, სანამ შიდაწვის ძრავიანი ავტომობილები მასობრივად გავრცელდებოდა. თუმცა XX-ის დასაწყისში შიდაწვის ძრავების ტექნოლოგიის გაუმჯობესებამ და ბენზინის გაიაფებამ ელექტრომობილები უკანა პლანზე გადაიყვანა. XXI საუკუნემ და ლითიუმ-იონურმა ბატარეებმა კი მათ ახალი სიცოცხლე შესძინა. 2008 წელს Tesla Roadster-ის გამოსვლამ ელექტრომობილები ხელახლა აქცია პოპულარულად. მთელ მსოფლიოში მასობრივად დაიწყო Model S-ის, 3-ის, X-ისა და Y-ის გაყიდვები. ყველა გიგანტმა ავტომწარმოებელმა დაიწყო ელექტრომობილების შექმნა და კონკურენციაც გაიზარდა.

ელექტრომობილების პოპულარობა საქართველოშიც წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში 10 244 ელექტრომობილია რეგისტრირებული. თუმცა არასათანადო ცნობადობიდან გამომდინარე ჩვენთან ბევრ ადამიანს ელექტრომობილის შეძენა და შენახვა პრობლემური საკითხი ჰგონია. რეალურად კი, მისი ყიდვა და მოვლა განსაკუთრებულ გამოწვევებს არ უკავშირდება. ამ საკითხში დეტალურად გასარკვევად და პრაქტიკული რჩევებისთვის კომპანია Carmall-ის გაყიდვების დირექტორ გიორგი სოზაშვილს მივმართეთ.

გიორგი, როგორ შეაფასებთ ელექტრომობილების გლობალურ ბაზარს? რა ტენდენციები და გამოწვევებია ამ მიმართულებით?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ელექტრომობილები საკმაოდ აქტიურად და აგრესიულად შემოვიდა საავტომობილო ბაზარზე. არაერთი მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანია აანონსებს, რომ სამომავლოდ სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას აპირებს. რა თქმა უნდა, შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების სრულად ჩანაცვლება საკმაოდ რთულია და ბევრ გამოწვევას უკავშირდება. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მომავალი მაინც ელექტრომობილებისაა.

მათი ცნობადობა ყველაზე მაღალი აშშ-სა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია, რადგან იქ მომხმარებელი უფრო მაღალ მსყიდველუნარიანია და ელექტრომობილებზე გადასვლაც არ უჭირთ. ეს პროცესი საქართველოში უფრო ნელა მიმდინარეობს.

ზოგადად, ინდუსტრია საკმაოდ ახალია და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი. მათ შორისაა: ავტომობილის გამძლეობა, ხარისხი, კომფორტი, სვლა, ელექტროძრავის რესურსი. თუმცა განვითარების ტემპი ძალიან სწრაფია. იმდენად გიგანტმა ავტომწარმოებლებმა დაიწყეს ელექტრომობილების წარმოება, რომ უახლოეს წლებში საკმაოდ სწრაფი პროგრესია მოსალოდნელი.

მთავარი გამოწვევა კი კვლავ ელემენტის დატენიდან დატენამდე გარბენია. თუ ადრე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 100-120 კმ იყო, ახლა 1000 კმ-მდეა გაზრდილი. თუმცა ასეთი მოდელების ღირებულება საკმაოდ მაღალია.

როგორც აღნიშნეთ, საქართველოში ელექტრომობილების ბაზარი შედარებით ნელა ვითარდება. როგორ შეაფასებთ დღეს არსებულ ვითარებას და როგორ ფიქრობთ, ცნობადობა რამდენად მაღალ დონეზეა?

უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში ელექტრომობილების ცნობადობა საკმაოდ გაიზარდა. რა თქმა უნდა, არსებობენ მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მომხმარებლები. ბევრი ჯერ ისევ ფიქრობს, რომ მანქანაში დენის ადგილი არაა. თუმცა, მე ვფიქრობ, პროგრესს ფეხი აუცილებლად უნდა ავუწყოთ. ადრე თუ გვიან ყველა უნდა გადავიდეთ ელექტრომობილებზე, რომლებიც, ზრუნავენ გარემოზე და ამცირებენ ხარჯებს. ელექტრომობილი ბევრად უფრო ეკონომიურია, ვიდრე შიდაწვის ძრავიანი ავტომობილი.

რაც შეეხება ცნობადობას, ელექტრომობილის არსებობის შესახებ დღეს საქართველოში თითქმის ყველამ იცის. უბრალოდ ხშირად არასწორი წარმოდგენები აქვთ ხოლმე და ჰგონიათ, რომ ძალიან ძვირი ღირს. რეალურად ასე არ არის და 10 000 დოლარად გამართული Tesla-ს შეძენაა შესაძლებელი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ელექტრომობილების სერვისიც საკმაოდ განვითარდა. ბევრმა მათი დაშლაც დაიწყო და შესაბამისად, მეორადი ავტონაწილებიც ხელმისაწვდომია.

თქვენი კომპანიის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, რამდენად იზრდება მოთხოვნა ელექტრომობილებზე და როგორია თქვენი შეთავაზება ამ მიმართულებით?

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს მიმართულება დავაპრიორიტეტოთ. გვსურს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს იმის შესახებ, რომ ელექტრომობილი ეკომეგობრული და ბიუჯეტურია, რაც თანამედროვე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხებია. ამ მიზნიდან გამომდინარე, გვაქვს ბაზარზე უპრეცედენტო შეთავაზება და აშშ-ს აუქციონებიდან ელექტრომობილები ელემენტის გარანტიით ჩამოგვყავს. ეს არის გარკვეული წახალისება, რომ მომხმარებლებს შიში გავუქროთ და სიახლეზე გადასვლის უპირატესობებში დავარწმუნოთ.

ელემენტების ნაკრების ღირებულება დაახლოებით 5000-7000 დოლარია. დაზღვევის ღირებულება კი 300-350 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საკმოად ძვირადღირებულ პროდუქტს სრულიად მისაღებ ფასად ვაზღვევთ.

შედარებით დაბალბიუჯეტიანი მომხმარებლების ელექტრომობილებზე გადაყვანა უფრო რთულია, თუმცა ჩვენთან საუბრის მერე, ბევრს შეუცვლია გადაწყვეტილება და ელექტრომობილი უყიდია.

ელექტრომობილი ეკონომიურია, რადგან არ მოიხმარს საწვავს, მაგრამ რას გვეტყვით მის ღირებულებაზე? ასევე საინტერესოა, განსხვავდება თუ არა ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯები?

ღირებულებაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ რას ვადარებთ. 5 000 დოლარამდე ელექტრომობილის შეძენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. 10 000 დოლარად კი უკვე კარგი, გამართული მანქანის ყიდვაა შესაძლებელი. თუ ამ საფასო სეგმენტში შიდაწვის ძრავიან ავტომობილს შევადარებთ, მაშინ ელექტრომობილი ნამდვილად უკეთესია.

ტრანსპორტირების ხარჯები ძრავის ტიპის მიხედვით არ განსხვავდება. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, განბაჟების ღირებულება კი საკმაოდ დაბალია, დაახლოებით 500-600 ლარის ფარგლებში მერყეობს.

რამდენად მომგებიანია ელექტრომობილების ტაქსისთვის გამოყენება?

ტაქსისთვის ელექტრომობილი, მაგალითად, Tesla საკმაოდ მომგებიანია. მისი ღირებულების გამომუშავება სულ 2-3 წელშია შესაძლებელი, რადგან ელექტრომობილს მოვლისა და საწვავის ხარჯი არ აქვს. შესაბამისად, ელექტრო ავტომობილის მფლობელი, რომელიც მანქანას ტაქსისთვის იყენებს, უფრო დიდ მოგებას მიიღებს მოკლე დროში, ვიდრე Toyota Prius-ის შეძენის შემთხვევაში მიიღებდა.

რომელი ელექტრომობილებია საქართველოში ყველაზე პოპულარული?

ელექტრომობილების ბაზარს პირობითად ორ ჯგუფად დავყოფდი. მაღალბიუჯეტიანში სხვა მარკები და მოდელებია პოპულარული და დაბალბიუჯეტიანში - სხვა.

Tesla, რომელიც ელექტრომობილების წამყვანი ბრენდია და ეს მიმართულება ახალ დონეზე აიყვანა, ორივე სეგმენტში ინარჩუნებს პირველობას. თუმცა აუცილებლად უნდა დავასახელოთ სხვა მწარმოებლებიც, რომლებიც ხარისხიან და მოთხოვნად ელექტრომობილებს აწარმოებენ. მაღალბიუჯეტიანში ესენია: BMW, Volkswagen, Mercedes, Audi, Porsche, Volvo; დაბალბიუჯეტიანში კი - Chevrolet, Nissan, Hyundai, Kia.

რა უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებმა ელექტრომობილის არჩევისას?

მომხმარებელმა პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს ბრენდი. Tesla ყოველთვის კარგი არჩევანია, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის კომფორტს ვერ სთავაზობს ავტომფლობელს და არც სალონია ძალიან დახვეწილი. რაც შეეხება სხვა ბრენდებს, ნებისმიერი გიგანტი ავტომწარმოებელი ისეთივე ხარისხიან ელექტრომობილს ქმნის, როგორც შიდაწვის ძრავიან ავტომობილს. ამიტომ მათი ნდობა ყოველთვის შეიძლება.

ბრენდის შერჩევის შემდეგ მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ამა თუ იმ მოდელის დეტალების და ელემენტების ფასს, რამდენ ხანში იტენება, სახლის პირობებში როგორ შეიძლება დაიტენოს და რამდენს გადის ერთი დამუხტვით.

რა გამოწვევებს უკავშირდება საქართველოში ელექტრომობილის ყოლა?

ერთადერთი გამოწვევა არის დასატენი ადგილების ნაკლებობა. როგორც წესი დასამუხტი მოწყობილობები განთავსებულია პარკირებებზე, სადაც ხშირ შემთხვევაში უბრალოდ სხვა მანქანაა გაჩერებული. თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე სპეციალური პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც 10-15 დამტენია. თუმცა ისინი ცოტაა და მისვლაც ხშირად კომფორტული არაა.

მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ თუ სამეზობლოში რამდენიმე ელექტრომობილია, თბილისის მერიაში მოთხოვნის საფუძველზე ეზოში დამტენის დამონტაჟებაა შესაძლებელი.

თქვენი აზრით, როგორია ელექტრომობილების მომავალი საქართველოსა და მსოფლიოში?

ვფიქრობ, უახლოეს 10 წელში ავტომობილების 70% ელექტრო იქნება და ასე მრავლად არსებულ ბენზინგასამართ სადგურებსაც დამტენები შეცვლის. ამით მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს ავტომფლობელი, რადგან ელექტრომობილით არა მხოლოდ გადაადგილებაა ბიუჯეტური, არამედ მისი მოვლა და შენახვაც. არ სჭირდება ზეთის შეცვლა და სხვა სერვისები, რომლებიც შიდაწვის ძრავიანი ავტომობილებისთვის აუცილებელია. მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს ჩვენი პლანეტა, რომელიც დაბინძურებისა და გამონაბოლქვის მაღალი დონიდან გამომდინარე ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე დგას.