ავტორი:

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების სკანდალებით სავსე ურთიერთობა: მოსწავლე-მასწავლებლის რომანიდან საჯარო "გასილაქებამდე"

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების სკანდალებით სავსე ურთიერთობა: მოსწავლე-მასწავლებლის რომანიდან საჯარო "გასილაქებამდე"

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის, ვიეტნამში ოფიციალური ვიზიტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, წყვილი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.

ვიზიტის დაწყებისას, ჩანს რომ ბრიჯიტ მაკრონი მეუღლეს სახეზე ხელს ურტყამს. ამას უამრავი რეაქცია მოჰყვა, მედია წერდა, რომ ქალმა ემანუელს სახეში ხელი გაარტყა, თუმცა მაკრონის თქმით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო და მისი ვიდეოს ინტერპრეტირება არასწორად მოხდა.

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების სიყვარულის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი იყო წლების წინ.

  • საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაური მხოლოდ 15 წლის იყო, როდესაც 1993 წელს, ამიენის კათოლიკურ ლიცეუმ "ლა პროვიდენსში“ 39 წლის საშუალო სკოლის მასწავლებელს, მადამ ბრიჯიტ ოზიერს შეხვდა.

ემანუელ მაკრონი, რომელიც მაშინ, დაახლოებით, 15 წლის იყო, კოცნის თავის მასწავლებელს, ბრიჯიტ ტრონიე ოზიერს

"15 წლის ასაკში მაკრონს 25 წლის ახალგაზრდის სიმწიფე ჰქონდა“, - განაცხადა ადრე მისმა ყოფილმა ფიტნეს მწვრთნელმა დანიელ ლელეუმ Bloomberg-თან.

ბრიჯიტის ოჯახმა მათი რომანის შესახებ 1994 წლის ზაფხულში შეიტყო, როდესაც ქალის მშობლების სახლში, აუზთან ირუჯებოდნენ.

სანიმუშო სტუდენტისა და მისი ლიტერატურისა და დრამის მასწავლებლის ურთიერთობა თავდაპირველად ნამდვილი სკანდალი იყო. ადგილობრივები მათ აკრიტიკებდნენ და უფრო მეტიც, ბრიჯიტის ოჯახში ანონიმურ წერილებსაც კი აგზავნიდნენ, რომლებშიც წყვილის რომანის შესახებ საშინელებები ეწერა.

ბრიჯიტ მაკრონის ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, საფრანგეთის ქალაქ ამიენში, საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დროსაა გადაღებული.

  • როგორც nypost-ი წერს, მეზობლები, მეგობრები და მტრები საფრანგეთის მომავალი პირველი ლედის საშინლად კიცხავდნენ.

მისი მეგობრები, რომლებთან ერთადაც ის არდადეგების გატარებას გეგმავდა, უარს ამბობდნენ ბრიჯიტთან საუბარზე.

მოგვიანებით ემანუელმა მათ რომანზე ისაუბრა.

"ჩვენ შეგვეძლო ყველაფერზე საუბარი. აღმოვაჩინე, რომ ყოველთვის ვიცნობდით ერთმანეთს“, - წერდა Daily Mail.

ემანუელ მაკრონი სტუდენტობისას

სკანდალური რომანის დაწყებისას ბრიჯიტი დაქორწინებული იყო ბანკირ ანდრე-ლუი ოზიერზე, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა. ოზიერმა ცოლის მოზარდისადმი გატაცების შესახებ ამბავი "სახეში სილის გარტყმასავით“ მიიღო. თუმცა, წყვილი დაშორებას არ ჩქარობდა.

მალევე კი ემანუელმა დატოვა ქალაქი ამიენი და ბოლო სასწავლო წელი პრესტიჟულ პარიზის უმაღლეს სკოლაში გაატარა. თუმცა დაშორებამ ვერ შეანელა ის ვნება, რომელიც მას და ბრიჯიტს ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ.

"ყველაფერი არეული მქონდა. თავს ვეუბნებოდი, რომ ის თავისი ასაკის ადამიანს შეხვდებოდა და შეიყვარებდა. თუმცა, ეს არ მომხდა“, - აღიარა ბრიჯიტმა Paris Match-თან ინტერვიუში.

პარალელურად ემანუელმა პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესასწავლად უნივერსიტეტში ჩააბარა. წყვილი კი კვლავ განაგრძობდა ურთიერთობას.

"ყოველ პარასკევს ესპანურის გაკვეთილის შემდეგ, ის სადგურში გარბოდა და მატარებელში ხტებოდა“, - თქვა გასპარ განცერმა, რომელიც მაკრონთან ერთად სტრასბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა.

  • წყვილი 2007 წლის შემოდგომაზე დაქორწინდა. იმავე წელს ბრიჯიტი თავის პირველ ქმარს დაშორდა. ემანუელი 29 წლის იყო, ბრიჯიტი 54 წლის.

ემანუელ მაკრონისა და ბრიჯიტის ქორწილის ფოტო - 2007 წელი.

ქორწილი სანაპირო ქალაქ ლე ტუკეს მერიაში გაიმართა, იმავე ადგილას, სადაც ბრიჯიტმა 1974 წელს პირველ ქმარზე იქორწინა. ბრიჯიტს მოკლე თეთრი კაბა ეცვა. ქორწილს მისი სამი შვილი, ასევე ოჯახის სხვა წევრები და ემანუელის მშობლები დაესწრნენ.

"თითოეული თქვენგანი ბოლო 13 წლის მოწმეა. თქვენ მიგვიღეთ. თქვენ შეგვქმენით ის, ვინც დღეს ვართ... მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ გიყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ და მინდა მადლობა გადავუხადო ბრიჯიტის შვილებს, რადგან მათთვის ეს ადვილი არ იყო“, - თქვა მაკრონმა პატარძლისა და ახალი ოჯახისადმი მიძღვნილ სადღეგრძელოში.

  • ქორწილის შემდეგ, წყვილმა ყურადღება ემანუელის სწრაფად განვითარებადი პოლიტიკური კარიერისკენ მიმართა.

როდესაც ემანუელი 2014 წელს ფრანსუა ოლანდის მთავრობაში ფინანსთა მინისტრი გახდა, ბრიჯიტმა მასწავლებლის სამსახური მიატოვა და ქმრის მთავარ მრჩევლად დაიწყო მუშაობა.

მეუღლე მის გვერდით დარჩა, როდესაც ემანუელ მაკრონი პრეზიდენტობის კანდიდატად იყრიდა კენჭს და ფრანგული მედიის მხრიდან სასტიკი შეტევების მსხვერპლი იყო.

2017 წელს, 39 წლის ასაკში, ემანუელი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა.

იმავე წელს, ჟურნალ "ელ ფრანსთან“ ინტერვიუში, ბრიჯიტი წყვილის ასაკობრივი სხვაობის საკითხს შეეხო.

"ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება გიწევს... რა თქმა უნდა, კვლავაც ერთად ვართ მე და ჩემი ნაოჭები, ის და მისი ახალგაზრდობა, ასეა საქმე", - განუცხადა მან გამოცემას...

წყარო

იხილეთ ასევე: