2025 წლის აპრილში ხელფასის მიმღებთა უდიდესი ნაწილის შემოსავლები 1200 ლარიდან 2400 ლარის ფარგლებში იყო. კერძოდ, ამ კატეგორიაში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 342 540-ს შეადგენდა. მათმა დასაბეგრმა ჯამურმა ხელფასმა კი 596 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ მონაცემები შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ეს კი მაშინ, როცა 363 ადამიანი 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს იღებდა. კერძოდ, ამ პერიოდში მათზე გაცემულმა დასაბეგრმა ხელფასმა 136 მილიონ ლარს გადაამეტა...წაიკითხეთ სრულად