ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"ბატონო პრეზიდენტო,
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია - ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე.
გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს," - ნათქვამია მისალოც წერილში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.