“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და პატიმრების მხარდამჭერი პლაკატები წარწერით: “თავისუფლება სინდისის პატიმრებს”.
ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც იმყოფება, "ქართული ოცნების" ოფისის წინ პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული.