ავტორი:

აშშ-ის "ოქროს გუმბათი და "კოსმოსური ბირთვული ომის" საფრთხე - რა მესიჯს უგზავნის კიმ ჩენი ინი ტრამპს

აშშ-ის "ოქროს გუმბათი და "კოსმოსური ბირთვული ომის" საფრთხე - რა მესიჯს უგზავნის კიმ ჩენი ინი ტრამპს

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის პროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამან შეიძლება ბირთვული კონფლიქტი გამოიწვიოს.

"ოქროს გუმბათი" - თავდაცვის სისტემაა, რომლის წარდგენასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გეგმავს.

მას ჰიპერბგერითი და ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლად გამოიყენებენ. პროექტის ღირებულება ათეულობით მილიარდი დოლარია და ის თავდაცვის პირველი პირველი იქნება, რომელსაც აშშ კოსმოსში განათავსებს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ცნობით, ფხენიანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გეგმა გააკრიტიკა და მას "ამპარტავნების მწვერვალი“ უწოდა.

  • ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონს მოწინააღმდეგედ მიიჩნევს და რეგულარულად გმობს აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს.

"თუ აშშ დაასრულებს თავის ახალ სარაკეტო თავდაცვის პროგრამას, ჩრდილოეთი იძულებული იქნება შეიმუშაოს ალტერნატიული საშუალებები მის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

  • "ოქროს გუმბათით" გამოწვეულ შეშფოთებას ჩინეთის უერთდება. პეკინმა გასულ კვირას მკაცრად გააპროტესტა ეს გეგმა და განაცხადა, რომ "სერიოზულად შეშფოთებულია".

ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აშშ-ის თავდაცვის სისტემების განახლება აუცილებელია, თუმცა ზოგიერთის აზრით, "ოქროს გუმბათის“ შემუშავების პროცესმა შესაძლოა, ქვეყანა პოლიტიკური სირთულეების წინაშე დააყენოს.

წყარო