დღეს დილით, ცნობილი გახდა, რუსეთში, ირკუტსკის ოლქში ღამით მომხდარი საშინელი ტრაგედიის შესახებ. თინეიჯერების ჯგუფი მეგობარი გოგონას 15 წლის იუბილეს აღნიშნავდა. წვეულებაზე კი მასობრივი მკვლელობა მოხდა.
ერთ-ერთმა ბიჭმა ჭარბი ალკოჰოლის მიღების შემდეგ და დანა აიღო და სასიკვდილოდ დაჭრა ოთხი თანატოლი, რომლებიც სისხლის დაკარგვის შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ჩადენილი ქმედების შემდეგ, არასრულწლოვანმა დამნაშავემ სახლი ააფეთქა და თავადაც დაიღუპა, რადგან საცხოვრებლიდან გამოსვლა ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანმა კიდევ ოთხი მოსწავლე დაჭრა - ერთ-ერთი მათგანი ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში, სამ მათგანთან კი ფსიქოლოგი მუშაობს. ამ ისტორიაში მსხვერპლი შეიძლება მეტი ყოფილიყო, თუმცა ზოგიერთმა ბავშვმა ღამის გასათევად დარჩენა არ ისურვა და სახლში წავიდა.
"17 წლის მიშა თავისი მეგობარი გოგონას, ნასტიას დაბადების დღეზე მივიდა, რომელსაც წინა დღეს 15 წელი შეუსრულდა. იუბილეს ისინი მიშას უფროსი ძმის აგარაკზე აღნიშნავდნენ. ალკოჰოლის გადაჭარბებით მიღების შემდეგ, ბიჭმა დანა აიღო და წვეულების ყველა მონაწილეს თავს დაესხა.
სამი - 16 წლის პოლინა, 14 წლის ვადიმი და 13 წლის კოლია -ადგილზე დაიღუპნენ. მათი ცხედრები სახლის საზაფხულო სამზარეულოში იპოვეს. მოგვიანებით იქ 14 წლის ოიბეკის ცხედარიც იპოვეს. კიდევ ოთხმა მეგობარმა დაზიანებები მიიღო და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, მიშამ გაზი გახსნა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა და სახლი აფეთქდა“, - განაცხადა ადგილობრივ მედიასთან წყარომ.
"ალბათ, ბიჭი არაადეკვატურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ასე რომ გაბრაზდა. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ გოგონას შეეხო, მეორემ, რომელიც უფროსი იყო, დაიცვა იგი. ის გაცოფდა. დაჭრა იგი. შემდეგ დანარჩენები“, - ამბობს ადგილობრივ მედიასთან თვითმხილველი. მისი თქმით, ერთმა გოგონამ გაქცევა შეძლო, ხოლო ერთმა ბიჭმა, თავის გადასარჩენად, ფანჯრიდან გადმოხტა.
Telegram-არხი Baza წერს, რომ გოგონამ, რომელმაც გაქცევა მოახერხა, თავი მკვდრად მოაჩვენა მას შემდეგ, რაც თავდამსხმელმა დანით დაჭრა.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს გამოძიება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სამართალდამცავებს ასევე მოუწევთ გაარკვიონ, როგორ აღმოჩნდა ბავშვებთან ალკოჰოლი და რატომ იმყოფებოდნენ ისინი გვიან ღამით უფროსების ზედამხედველობის გარეშე.
ბაიკალსკის საქალაქო დასახლების ხელმძღვანელმა ვასილი ტემგენევსკიმ განაცხადა, რომ ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა - 28-30 მაისამდე.