ავტორი:

300 მეტრის სიმაღლის ლავის შადრევნები და ვულკანური გაზის მაღალი დონე - რა ხდება ჰავაიზე, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ამოიფრქვა

300 მეტრის სიმაღლის ლავის შადრევნები და ვულკანური გაზის მაღალი დონე - რა ხდება ჰავაიზე, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი ამოიფრქვა

ჰავაის ვულკანური ობსერვატორიის მონაცემებით, ზოგიერთ რაიონში ვულკანური ხვრელებიდან ამოფრქვეული ლავის შადრევნების სიმაღლემ 1000 ფუტს (300 მეტრს) მიაღწია, რაც თითქმის ეიფელის კოშკის სიმაღლეს უტოლდება.

  • "ორივე ხვრელიდან დიდი ლავის ნაკადები ამოიფრქვა და ჰალემაუმას კრატერის ფსკერის დაახლოებით ნახევარი დაფარა“, - ნათქვამია აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებაში.

ექსპერტების თმით, ტოქსიკური აირი შესაძლოა დასახლებულ ადგილებში გავრცელდეს.

"ვულკანური გაზის მაღალი დონე — ძირითადად წყლის ორთქლი (HO), ნახშირორჟანგი (CO) და გოგირდის დიოქსიდი (SO) — შეშფოთების მთავარ საშიშროებას წარმოადგენს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება“, — წერენ ისინი.

კილაუეა ჰავაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი სიმაღლე 1247 მეტრია. იგი დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება. ინტენსიური აქტივობის ფაზაში 2011 წლის 6 მარტს შევიდა.

კილაუეა უკანასკნელად 1952, 1954 და 1955 წლებში ამოიფრქვა.

წყარო