ჩინელი პარაპლანისტი ლიუ გე ღრუბელში ჩავარდნის შემდეგ კინაღამ გაიყინა. იგი მიწიდან ხუთი მილის სიმაღლეზე იყო ჩარჩენილი.
"ჟანგბადის უკმარისობა ვიგრძენი და ხელები გამეყინა, მაგრამ დომოფონით კომუნიკაციას ვაგრძელებდი" - ნათქვამია ლიუს განცხადებაში.
რთული სიტუაციის მიუხედავად, გონება არ დაუკარგავს და საბოლოოდ, მიწაზე უსაფრთხოდ დაშვება შეძლო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
ჩინეთის რეგულაციების თანახმად, პარაპლანით ფრენები 16,405 ფუტის სიმაღლეზე მაღლა აკრძალულია.