შვეიცარიაში კლდისა და ყინულის უზარმაზარი მასა ჩამოიშალა და ალპურ ზონაში მდებარე ერთ-ერთი სოფელი მთლიანად დაფარა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ხელისუფლებამ რამდენიმე დღით ადრე სოფლის მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელა სიფრთხილის მიზნით.
ვიდეო სოციალურ მედიაში, ასევე შვეიცარიულ ტელეარხებზე გავრცელდა
რეგიონულმა პოლიციამ განაცხადა, რომ დაკარგულია ერთი ადამიანი, 64 წლის მამაკაცი და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თერმული კამერის მქონე დრონის ჩართულობით მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, სოფლის ზემოთ მდებარე მყინვარის დიდი ნაწილი მოწყდა, რამაც მეწყერი გამოიწვია, ასევე დამარხა იქ არსებული მდინარის კალაპოტი. ეს კი კაშხლის წყლის დაბინძურების შესაძლებლობას ზრდის.
"არსებობს რისკი, რომ სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს", - ამბობს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.
შვეიცარიელმა გლაციოლოგებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ბოლო წლებში მყინვარების დნობის შესახებ, რაც დიდწილად გლობალურ დათბობას უკავშირდება.