ავტორი:

რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალაქის მერის მოადგილე დაიღუპა - "აფეთქდა ხელყუმბარა და..."

რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალაქის მერის მოადგილე დაიღუპა - "აფეთქდა ხელყუმბარა და..."

რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალაქის მერის მოადგილე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სტავროპოლის მხარის გუბერნატორზე, ვლადიმერ ვლადიმეროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • "ძვირფასო თანამემამულენო! მწუხარებით გაცნობებთ, რომ სტავროპოლში, ჩეხოვის ქუჩაზე ღამით, ინციდენტის შედეგად, ჩვენი გმირი, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანი, ზაურ გურციევი დაიღუპა“, - წერს სტავროპოლის მხარის გუბერნატორი "ტელეგრამის“ არხზე.

რუსული მედიის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილე გურციევი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

"ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის უკრაინელი ნაცისტების მონაწილეობით ტერორისტული აქტის ორგანიზება“, - აღნიშნა სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა.

რუსული "ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, გურციევი 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლის აღების მიზნით რუსეთის საჰაერო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.