ბრედ პიტმა ყოფილ მეუღლესთან, ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების დაძაბულ და ხანგრძლივ პროცესზე საჯაროდ პირველად ისაუბრა.
ჟურნალ GQ-სთან ახალ ინტერვიუში, პიტს ჰკითხეს, გრძნობდა თუ არა რაიმეს განსხვავებულს მას შემდეგ, რაც ყოფილ ცოლთან სამართლებრივი დავა ოფიციალურად დასრულდა და იგრძნო თუ არა შვება, რასაც მსახიობმა ასე უპასუხა:
პიტი ამჟამად ახალ ფილმში მონაწილეობს, რომელიც საავტომობილო რბოლებზეა მოგვითხრობს. "F1“-ის ეკრანებზე გამოსვლა 27 ივნისსაა დაგეგმილი. GQ-ს ინტერვიუში ვარსკვლავს ასევე ჰკითხეს, იყო თუ არა შეგნებული გადაწყვეტილება, რომ თავისი ახალი შეყვარებულის, ინეს დე რამონის გვერდით პირველად Formula-1- ის რბოლაზე გამოჩენილიყო.
"არა, მეგობარო, ყველაფერი ეგეთი გათვლილი არ არის. ასე წინასწარი გათვლებით რომ ვცხოვრობდეთ, ღმერთო ჩემო, რა დამღლელი იქნებოდა. თუ ისე ცხოვრობ, რომ ყველაფერზე ასეთ კალკულაციებს აკეთებ - არა, ცხოვრება უბრალოდ ვითარდება. ურთიერთობებიც ვითარდება.
ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთვის ახალ ამბებში ხვდება. უკვე 30 წელია ასეა", - ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავი.