რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
მისი თქმით, "ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური ელიტა მნიშვნელოვნად მომწიფდა“.
"პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესამჩნევად მომწიფდა. საქართველო პასუხისმგებლობის მქონე მიდგომებით მოქმედებს. მას სხვისი ინტერესების გამო ბრძოლა აღარ სურს.
ეს რუსეთის საზოგადოებრივ აზრზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს და ტურიზმი და ქართველი ტურისტების ჩვენთან ვიზიტები ნელ-ნელა უმჯობესდება“, - აღნიშნა კარასინმა.