მას შემდეგ, რაც 5G ქსელი პირველად გახდა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი, შესაძლებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა, გამარტივდა შორ მანძილზე კომუნიკაცია თუ პროფესიული საქმიანობის შესრულება სხვადასხვა ინდუსტრიაში.
5G პირველად კატარში დაინერგა, ბოლო წლებში კი, მეხუთე თაობის ინტერნეტმა თითქმის მთელი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები, მათ შორის, საქართველოც მოიცვა. ნახევარ წელზე მეტია, რაც ჩვენს ქვეყანაში მაგთიმ, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აგებული 5G ქსელი დანერგა და მომხმარებლებს მობილური ინტერნეტის მოხმარების სრულიად ახალი გამოცდილება შესთავაზა.
დღეს საქართველოში სწორედ მაგთიკომის აბონენტებს აქვთ საშუალება, გამოცადონ 5G-ის უპირატესობები სრულფასოვნად, შეადარონ და შეიგრძნონ სრულყოფილი 5G ქსელის შესაძლებლობები და ხარისხი.
დღეს 5G არის საუკეთესო ხარისხის ინტერნეტი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, მომხმარებლებს აძლევს ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა:
საქართველოში 5G ქსელის დანერგვასთან ერთად მაგთიმ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა 4G ქსელი, რომელიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის 99%-ს ფარავს.
კომპანია ტრადიციულად, ყველაზე ვრცელი დაფარვით გამოირჩევა. მაგთის უახლესი თაობის 5G ქსელი ხელმისაწვდომია თითქმის მთელს საქართველოში, ეტაპობრივად ხდება ქსელის გაფართოება.
საუკეთესო ხარისხის 5G ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისია, იყო მაგთის აბონენტი, ფლობდე შესაბამის სმარტფონს, რომელსაც მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერა აქვს და პარამეტრებში გააქტიურებულია 5G.
თუ გინდა გამოცადო საუკეთესო ინტერნეტი, შენც გადადი მაგთიზე!
(R)