აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ პარასკევი ილონ მასკის ბოლო სამუშაო დღე იქნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
შეგახსენებთ, ილონ მასკმა გუშინ განაცხადა, რომ მისი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის, თანამდებობაზე ყოფნის ვადა იწურება და მთავრობაში უსარგებლო ხარჯების შემცირების შესაძლებლობის მიცემისთვის ტრამპს მადლობა გადაუხადა.