ოჯახის ექიმის სპეციალობის ტრანსფორმაცია და დამატებითი კომპეტენციების შეძენა.
ევექსმა გადაწყვიტა ოჯახის ექიმის სპეციალობის ტრანსფორმაცია და შექმნა ქართულ ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი - Health Coach. ამ მიზნით, კომპანიამ გადაამზადა 15 გამოცდილი ოჯახის ექიმი დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო Health Coaching ასოციაციასთან (UKHCA) თანამშრომლობით. სპეციალურად Health Coach-ის პროექტისთვის ევექსმა შექმნა ინდივიდუალური ბრენდინგი და პრემიუმ სივრცეები ქსელის 9 კლინიკაში.
Health Coach-ის მთავარი ფილოსოფიაა ჰოლისტური მიდგომით ადამიანის სრული ჯანმრთელობის მხარდაჭერა. ის ეხმარება პაციენტს ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზნების დასახვასა და მიღწევაში.
ევექსის Health Coach-ები ფლობენ ოჯახის ექიმის სერთიფიკატს და ამ სფეროში მათი გამოცდილება ათეულობით წელს ითვლის. გარდა სამედიცინო მომსახურებისა - პაციენტის სიმპტომების შეფასების, გამოკვლევების ინტერპრეტაციის, დიაგნოსტირების და მკურნალობის დანიშვნის, Health Coach-ების მიზანია დაეხმარონ პაციენტებს გაიაზრონ ჯანმრთელობის მნიშნელოვნება და მეტად აიღონ პასუხისმგბლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე, რათა შეძლონ არაერთი დაავადების პრევენცია.
Health Coach-ი არის ერთგვარი პარტნიორი, მხარდამჭერი ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ცხოვრების წესის გაუმჯობესების მიმართულებით. ისინი იკვლევენ პაციენტის ქცევებს, ჩვევებს, გენეტიკას, გარემოს და ერთად გეგმავენ ნაბიჯებს პოზიტიური ცვლილებებისთვის, რომელიც სრულად აისახება ცხოვრების ხარისხსა და კეთილდღეობაზე.
ცხოვრების წესის მედიცინის 6 მთავარი ფაქტორი
ევექსის Health Coach-ები მუშაობენ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე შემდეგი ექვსი მთავარი ფაქტორის დაბალანსებით:
ქრონიკული დაავადებების მართვა
Health Coach-ის მიდგომა განსაკუთრებით შედეგიანია ქრონიკული დაავადებების მართვისას. იქნება ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ფილტვის ქრონიკული-ობსტრუქციული დაავადება, ჭარბწონიანობა, დიაბეტი, თუ სხვა. ევექსის Health Coach-ები ეხმარებიან პაციენტებს ისწავლონ ამ დაავადებებთან თანაცხოვრება. გარდა აქტიური სამედიცინო მკურნალობისა, ისინი ეხმარებიან პაციენტებს დანერგონ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც განაპირობებს ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად ზრდას.
ევექსის Health Coach-თან ჩაეწერეთ ონლაინ: https://evex.ge/ka/booking/
(R)