ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, სასამართლოს წერილობით მიმართეს, რითაც ითხოვენ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლო პროცესს დაესწროს. საუბარია სასამართლო პროცესზე, რომელიც ეხება საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას, რისთვისაც ნიკა მელიას 50 000 გირაო აქვს შეფარდებული.
"გუშინ, ღამის საათებში ნიკა მელია კრიმინალური წესით გაიტაცეს პოლიციის თანამშრომლებმა. ის ამჟამად მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში. მისი ბრალდების საქმეზე დღეს, 14:00 საათზე ჩანიშნულია წინასასამართლოს სხდომა.
ჩვენ რამდენიმე წუთის წინ, სასამართლოს წერილობით ოფიციალურად მივმართეთ და მოვთხოვეთ, რომ ვინაიდან ნიკა მელია უკანონოდ არის დატყვევებული, პოლიციის თანამშრომლების მიერ, უზრუნველყოს ნიკა მელიას ეტაპირება დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მას შესაძლებლობა მიეცემა დეტალებში მოჰყვეს იმ კრიმინალური აქტის თაობაზე, რომელსაც გუშინ მასთან მიმართებით ჰქონდა ადგილი პოლიციის ათეულობით მუშაკის მხრიდან.
აქედან, გამომდინარე, ბრალდებულის უფლებაა ესწრებოდეს მის სასამართლო პროცესს. დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსამართლე შვანგირაძე კანონს არ დაარღვევს და უზრუნველყოფს ბრალდებულის მოყვანას სასამართლოში, სადაც გავიგებთ უფრო მეტ დეტალს იმ დანაშაულების შესახებ, რასაც გუშინ ღამით მისი დაკავებისას ჰქონდა ადგილი”, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.