თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც მოსახლეობის პროტესტის გამო 2019 წელს შეჩერდა, განახლებული პროექტით გაგრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს სკოპინგის დასკვნის მიხედვით, ამჯერად „მუნიციპალური განვითარების ფონდს“ მაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთზე გზშ-ს ანგარიშის მომზადება დაევალა.
იქამდე არსებული პროექტით აღნიშნულ მონაკვეთს ფონიჭალის ტერიტორია უნდა გაევლო. კერძოდ, პროექტის ფარგლებში განხილული იყო 6.8 კმ სიგრძის ურბანული გზის მოდერნიზაცია. ამასთან, პროექტი ითვალისწინებდა მდინარე მტკვრის პირას ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას, არსებული ორზოლიანი გზის მოდერნიზაციას ოთხ ზოლამდე.
"წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის ორი (პირველი და მესამე) მონაკვეთის მოდერნიზაცია დასრულებულია, ხოლო ექსპლუატაციის პირობების ცვლილებით გათვალისწინებულია დარჩენილი მონაკვეთის (მეორე მონაკვეთი - ფონიჭალა) პროექტში ცვლილების შეტანა..წაიკითხეთ სრულად