ავტორი:

ლოქსიტანის ახალი კონცეფციის სილამაზის ბუტიკი გალერია თბილისში - ახალი სივრცე, მსოფლიო ტოპ-10 ლოქსიტანის ბუტიკს შორის დასახელდა

ლოქსიტანის ახალი კონცეფციის სილამაზის ბუტიკი გალერია თბილისში - ახალი სივრცე, მსოფლიო ტოპ-10 ლოქსიტანის ბუტიკს შორის დასახელდა

L’OCCITANE- ის სილამაზის ბუტიკი, არის ადგილი, სადაც ფრანგული პროვანსის სურნელი, ბუნება და დიზაინი ერთ სივრცეში იყრის თავს, თუმცა ამ ყველაფერს უკვე ბრენდი, სრულიად ახალი კონცეფციაც შეემატა. ლოქსიტანმა, გალერია თბილისში, ახალი სივრცე გახსნა, რომელიც ბრენდის რიგით მესამე მაღაზიაა თბილისში. გრანდიოზულ გახსნასთან დაკავშირებით, ლოქსიტანის მომხმარებლებს ახალ ფილიალში სპეციალური შეთავაზებები, ქეშბექ აქციები, სიურპრიზები და საჩუქრები დახვდებათ. 30 % - მდე ფასდაკლება ლოქსიტანის სრულ ასორტიმენტზე და დამატებით ქეშბექ აქცია, 31 მაისიდან - 8 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს.

L’OCCITANE- ის ახალი სილამაზის ბუტიკი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ აღიარებული სივრცეა. გალერია თბილისის ფილიალმა, ლოქსიტანის 3600 სილამაზის ბუტიკიდან, საუკეთესო ათეულში ადგილი უკვე დაიმკვიდრა.

წარმატების სურნელი ხშირად იმ ქვეყნიდან მოდის, სადაც ადამიანებს სჯერათ ხარისხის, ბუნებრივობის და სილამაზის ძალის.სწორედ ამიტომაა სიმბოლური, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ლოქსიტანის ახალი კონცეფციის ბუტიკი ამოქმედდება.

გალერია თბილისში შექმნილი სივრცე, ეკო-დიზაინით, ბუნებრივ მასალებზე დაფუძნებული ინტერიერით და განახლებული ასორტიმენტით, მომხმარებელს სილამაზის სრულიად ახალ კულტურას სთავაზობს. მაღაზიის გახსნის დღეს, 31 მაისს, ლოქსიტანის 2 ახალი, პრემიუმ ხაზის პროდუქტის პრეზენტაციაც მოეწყობა. ლოქსიტანის ერთგულმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის, ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი, უკვდავას ხაზი. თუმცა ლოქსიტანი სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს მომხმარებელებს და ჰარმონიული უკვდავას ახალ ხაზს გვიზიარებს. მასში წარმოდგენილია, ორი პრემიუმ კატეგორიის პროდუქტი, სახის კრემი და შრატი. ორივე პროდუქტი გამდიდრებულია უკვდავას ეთერზეთით , წითელი წყალმცენარეების ექსტრაქტითა და პეპტიდებით. ეს უნიკალური კობინაცია , ეფექტურად ებრძვის დაბერების 9 ნიშანს და იდეალურად კვეთს, მოშვებული სახის კონტურს.კლინიკურად დამტკიცებულია, რომ სახის კრემისა და შრატის გამოყენებიდან 14 დღეში კანს 47%-ით ამკვირვებს.

ლოქსიტანის კიდევ ერთი სიახლე, ახალი პარფიუმი — Cherry Blossom-ია. უნდა აღინიშნოს რომ ბრენდი 200-ზე მეტი სურნელით არის წარმოდგენილი და თოთოეული მათგანის მტავარი ნიშა, პროვანსული არომატების მრავალფეროვნებაა. თავბრუდამხვევი პარფიუმისა და ბუნებრივი არომატების კომბინაცია, საკუთარი თავის ახლიდან აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. ლოქსიტანი ქალისა და მამაკაცის, პრემიალურ ხაზის წარმოადგენს, თუმცა ბაზარზე ყველაზე დემოკრატიული ფასით გამოირჩევა. და რაც მთავარია, ლოქსიტანის თითქმის ყველა სურნელს თან ახლავს შესაბამისი სხეულის მოვლის ხაზი — ლოსიონით, შხაპის გელით, კრემით...

ლოქსიტანის ახალ ბუტიკში, სილამაზის დიაგნოსტიკის სპეციალური ოთახიც დაგხვდებათ — აქ შესაძლებელია სახისა და თმის მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზი და პერსონალური რჩევები ბრენდის სილამაზის კონსულტანტებისგან.

მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით ლოქსიტანის წარმომადგენლობამ საქართველოში, სარეკლამო ვიდეორგოლი მომაზადა, სადაც მთავარი გმირი , მოდელი და ინფლუენსერი, ქეთი ჟღენტია

ასე რომ არ გამოგრჩეთ და 31 მაისიდან აღმოაჩინეთ ფრანგული პროვანსი, ქალაქის შუაგულში.

R