რასელ ბრენდმა უარჰყო ბრალდებები, რომ მან ლეიბორისტული კონფერენციის შემდეგ ქალი გააუპატიურა, ხოლო სხვა ქალი წვეულებაზე ტუალეტში შეათრია.
ტელევიზიის კომიკოსს ბრალი ედება ორ გაუპატიურების ფაქტში 1999 და 2005 წლებში, ბორნმუთსა და ლონდონში.
49 წლის ბრენდს ასევე ორი სექსუალური ძალადობის ფაქტში ადანაშაულებენ, ისევე, როგორც იმავე პერიოდში ერთ თავდასხმის ფაქტში.

ამერიკიდან გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნებულმა ბრენდმა სასამართლოში ბრალდებები უარყო.
ბრალის თანახმად, ბრენდმა ერთი ქალი ბორნმუთის სასტუმროში, 1999 წელს გაუპატიურა, ლეიბორისტული პარტიის კონფერენციაზე შეხვედრის შემდეგ.
სასამართლომ ადრე მოისმინა, რომ 2004 წელს, სოჰოს წვეულებაზე მან სხვა ქალს მკერდზე ხელი მოუჭირა, შემდეგ კი ტუალეტში შეათრია და ორალურად გაუპატიურა.
ბრენდმა X-ზე თავის 11.3 მილიონ მიმდევარს უთხრა, რომ მას "არასდროს არავინ გაუუპატიურებია".
"ყოველთვის გეუბნებოდით, რომ ახალგაზრდობაში და მარტოობისას, სანამ ცოლი და ოჯახი მეყოლებოდა... სულელი ვიყავი. სულელი ვიყავი, სანამ უფლის სინათლეში დავიწყებდი ცხოვრებას... არასდროს ჩავრთულვარ ისეთ აქტივობაში, რომელზეც თანხმობა არ მქონდა, და ვლოცულობ, რომ ეს ჩემს თვალებში დაინახოთ."

პოპულარობის პიკის დროს, ბრენდმა ჰოლივუდის რამდენიმე ფილმში ითამაშა, მათ შორის Forgetting Sarah Marshall-სა და Get Him to the Greek-ში.
ის ასევე იყო მოთხოვნადი სტენდ-აფ კომიკოსი და Big Brother-ის სპინ-ოფ შოუების წამყვანი.
ბოლო წლებში მან თავი ახლებურად გამოაჩინა, როგორც ე.წ. "ანტი-ვოუქ" პოლიტიკურ პოდკასტერად.
ბრენდს, რომელიც ადრე პოპ ვარსკვლავ კეიტი პერიზე იყო დაქორწინებული, ამჟამად თავის ცოლთან, 37 წლის ლაურა გალაჩერთან სამი შვილი ჰყავს.