ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელსაც შსს „ქართული ოცნების" დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
ცნობისთვის, 17 მაისს „ქართული ოცნების" დეპუტატი მარიამ ლაშხი, მცირეწლოვან შვილებთან ერთად კაფეში იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან 3 აქტივისტი გოგო შეძახილებით მივიდა. დეპუტატმა მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ბრალდებით დაიწყო, რაც 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, 45 დღის ვადით.