ის მომდევნო თვის ბოლოს ვენეციაში მილიარდერ ჯეფ ბეზოსზე დაქორწინდება, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლორენ სანჩესმა თქვა: "თანახმა ვარ".
ყოფილი ჟურნალისტისა და სულ მალე ქალბატონი ბეზოსის ცხოვრება სავსე იყო განქორწინებით, ღალატთან დაკავშირებული სკანდალებითა და სამი წარუმატებელი ნიშნობით.
სანამ სანჩესი მილიარდერთან ვარსკვლავებით მოჭედილი ქორწილისთვის ემზადება, მის რომანტიკულ ისტორიას გადავხედოთ.
მისი პირველი ცნობილი შეყვარებული სპორტული ჟურნალისტი, რორი მარკასი იყო, რომელსაც კოლეჯში სწავლისას შეხვდა, როცა 1990-იან წლებში, ლოს ანჯელესის ტელევიზიის სადგურ Fox 11 Plus-ში სტაჟირება დაიწყო.
ლორენი ტელევიზიაში ორი წლის განმავლობაში დარჩა.
წყვილი დაინიშნა, მაგრამ Page Six-ის თანახმად, მან საბოლოოდ მიატოვა რორი მას შემდეგ, რაც სამუშაო ადგილი შეიცვალა.
რორი, 2010 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა. ის არ დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია.
შემდეგ მან NFL-ის ვარსკვლავ ენტონი მილერთან შეხვედრა დაიწყო. ისინი 1996 წლის "სუპერ ბოულზე" შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც მილერი "დენვერ ბრონკოსში" თამაშობდა, ხოლო სანჩეზი ტელევიზიის რეპორტიორი იყო.
წყვილი ოთხი წელი იყო ერთად და წელიწადნახევარი დანიშნულებმა გაატარეს, სანამ ენტონიმ თქვა, რომ ლორენმა ურთიერთობას წერტილი დაუსვა.
მილერმა DailyMail.com-თან საუბრისას თქვა, რომ ლორენი მას ღალატობდა.
"მას ვერ ვენდობოდი. აქეთ-იქით დადის. სხვა ბიჭებთან მღალატობდა. ეს მაშინ გავიგე, როდესაც მის დღიურში ჩავიხედე, დაშორების შემდეგ კი კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მოვიდა ჩემამდე."
ლორენი ყოფილ LA Lakers-ის ვარსკვლავ დერეკ ფიშერთანაც იყო, თუმცა წყვილს არასტაბილური ურთიერთობა ჰქონდა.
წყარომ PageSix-ს უთხრა, რომ სანჩესმა ყოფილ LA Lakers-ის ვარსკვლავთან რაღაც დროით სასიყვარულო ურთიერთობა "გაითამაშა" მას შემდეგ, რაც მილერთან მისი ნიშნობა გაუქმდა.
მას შემდეგ, რაც ის და ენტონი მილერი დაშორდნენ, ლორენმა ურთიერთობა ფეხბურთელ ტონი გონზალესთან დაიწყო.
მათ საერთო შვილი, სახელად ნიკო გონზალესი, 2002 წელს, განშორებამდე გაუჩნდათ.
ლორენი, როგორც ცნობილია, მცირე ხნით მსახიობ ჰენრი სიმონსს ხვდებოდა.
The Sun-ისა და Page Six-ის თანახმად, ლორენი და ჰენრი დაინიშნნენ და მათი ერთწლიანი რომანის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ.
2002 წელს, წითელი ხალიჩის ღონისძიებებზე წყვილი ხშირად ჩნდებოდა ერთად.
არსებული ცნობებით, ლორენმა ჰენრისთან ნიშნობა მაშინ გააუქმა, როდესაც თავისი ყოფილი ქმარი, პატრიკი გაიცნო.
ლორენი შემდეგ ურთიერთობაში ჰოლივუდის აგენტთან და ერთ-ერთ სააგენტოს თანადამფუძნებელთან, პატრიკ უაიტსელთან შევიდა.
ისინი 2005 წელს დაქორწინდნენ და ერთად ჰყავდათ ვაჟი, სახელად ევან უაიტსელი და ქალიშვილი, ელეანორ უაიტსელი.
წყვილი 10 წელზე დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთად, სანამ, 2019 წლის დასაწყისში ლორენისა და ჯეფ ბეზოსი რომანი გამჟღავნდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ არ არის ნათელი, როდის გაიცნეს ერთმანეთი, ლორენისა და ბეზოსის რომანი პირველად National Enquirer-მ, 2019 წლის იანვარში გამოააშკარავა, როდესაც ორივე მათგანი ქორწინებაში იმყოფებოდა.
მალევე მილიარდერი ბიზნესმენი ცოლს დაშორდა, ხოლო ლორენმა თავისი ქმარი, პატრიკი მიატოვა.
წაიკითხეთ ასევე: