თუ გიყვარს ნამდვილი იტალიური პიცა, ცხელი მოცარელათი და ხრაშუნა ცომით, მაშინ ჩვენ მოგიყვებით, სად შეძლებთ თბილისში მის დაგემოვნებას.
ბოლო წლებში პიცის მომზადების კულტურა საქართველოში საოცრად განვითარდა და დღეს დედაქალაქში არაერთ ადგილს შეხვდები, სადაც შეგიძლია დააგემოვნოთ პიცის როგორც კლასიკური ნეაპოლიტანური, ასევე თანამედროვე და განსხვავებული ვარიაციები.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ თბილისის პიცერიების ტოპ 10-ეულს, სადაც ხარისხი, გემო და ატმოსფერო სრულად ერწყმის ერთმანეთ:
Ronny’s Pizza / რონის პიცა - -20% Premium Card-ით
Ronny’s Pizza ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია თბილისში ამერიკული სტილის პიცის მოყვარულებისთვის. საფირმო დიდი ზომის პიცები, ხრაშუნა ცომი და უხვი შიგთავსი სტუმრებს ყოველთვის ამახსოვრდებათ აუცილებლად განმეურებით აბრუნებს უკან.
პიცის დიდ არჩევანთან ერთად გელოდებათ ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, ყავა, ჩაი და მყუდრო ინტერიერი, დროის სასიამოვნოდ გასატარებლად მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებთან ერთად. “რონის პიცა” თბილისის სხვადასხვა მოსახერხებელ ადგილზეა წარმოდგენილი. აქ დაგხვდებათ ხარისხიანი მომსახურება და უგემრიელესი პიცის არჩევანი.

La Crosta / ლა კროსტა - -15% Premium Card-ით
ნამდვილი რომაული პიცა, თხელი და ხრაშუნა ცომით - “ლა კროსტა” იდეალური ადგილია იტალიური გემოს მოყვარულებისთვის. პიცა მზადდება იტალიური ფქვილით და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით.
პიცერია მდებარეობს პეკინის 39-ში და გამოირჩევა მინიმალისტური, მყუდრო ინტერიერით, მენიუში წარმოდგენილია ბურატას, პროშუტოს, სტრაჩატელასა და სხვა უგემრიელესი კომბინაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.

Fiorino Italian Restaurant / ფიორინო იტალიური რესტორანი - -15% Premium Card-ით
იტალიური სამზარეულოს ნამდვილი შარმი თბილისში - “Fiorino Italian Restaurant / ფიორინო იტალიური რესტორანი” გთავაზობთ პიცებს, პასტებსა და სალათებს საუკეთესო ინგრედიენტებით. უმაღლესი ხარისხის პროდუქტები თითოეულ კერძს გამორჩეულ გემოვნურ თვისებებს სძენს.
“ფიორინო” მდებარეობს მერაბ კოსტავას 77-ში და გამოირჩევა მყუდრო გარემოთი, თავაზიანი მომსახურებით და მუდმივად გემრიელი მენიუთი. აქ პიცა ყოველთვის სიყვარულით მზადდება - ზუსტად ისეთი, როგორსაც ელოდები იტალიურ რესტორანში.

Tasty Spot / თეისთი სფოთი - -15% Premium Card-ით
დღე არომატული ყავით იწყება და გემრიელი პიცით გრძელდება - “Tasty Spot / თეისთი სფოთი” სწირედ ის ადგილია, სადაც თქვენი დღის განწყობაზე იზრუნებენ. აქ ცხვება იდეალური პიცა, შიგთავსი ყოველთვის ახალი და არომატულია, ხოლო პანინი - არანაკლებ გემრიელი.
“თეისთი სფოთი” მდებარეობს პაატა დათუაშვილის 15-ში და იდეალურია როგორც საუზმისთვის, ისე მეგობრულ შეხვედრებისთვის.

Savora / სავორა - -15% Premium Card-ით
ევროპული გემო თბილისის ცენტრში - “Savora / სავორა” გამოირჩევა არომატული პასტებით, ხრაშუნა პიცებითა და უგემრიელესი სენდვიჩებით. ოქროსფერი კრევეტები, ნაღების სოუსები და საოცარი კოქტეილები განსაკუთრებულ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
“სავორა” მდებარეობს ათონელის 17-ში და იდეალურია როგორც სასიამოვნო ლანჩისთვის, ისე საღამოს მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.

Luciano / ლუჩიანო - -15% Premium Card-ით
თუ პიცა გიყვარს, აუცილებლად უნდა ესტუმრო “Luciano / ლუჩიანო”. “ორბელიანის ბაზარზე” ეს ერთ-ერთი ყველაზე “გემრიელი კუთხეა”, სადაც ავთენტური რეცეპტით სპეციალურ ღუმელში ცხვება ნეაპოლიტანური პიცა.
წლებია აქ უყვართ თხელი ცომი, ხრაშუნა ქრასთი და მდნარი ყველი. პეპერონი, მარგარიტა, ვეგეტარიანული თუ სხვა კომბინაცია — “ლუჩიანოში” ყველას შეუძლია თავისი გემოვნების პიცის დაგემოვნება.

Gennaro Pizza / ჯენარო პიცა - -15% Premium Card-ით
ავთენტური ნეაპოლიტანური პიცის მოყვარულთათვის ჯენარო პიცა ნამდვილი აღმოჩენაა — 100% იტალიური ინგრედიენტებით და პროფესიონალი იტალიელი შეფის მიერ მომზადებული პიცა აუცილებლად დაგამახსოვრდება.
“ჯენარო პიცა” მდებარეობს ბახტრიონის 11ბ-ში და ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და ავთენტური იტალიური პიცაა.

PastaMania / პასტა მანია - -15% Premium Card-ით
თუ გინდა ნამდვილი იტალიური კერძები დააგემოვნო თბილისში — პასტა მანია სწორედ ასეთი ადგილია! პიცა, პასტა, ლაზანია თუ რავიოლი — აქ ყველაფერი მზადდება ისე, როგორც იტალიელი ნონნა მოამზადებდა.“ორბელიანის ბაზრის” მე-2 სართულზე დაგხვდება კომფორტული სივრცე, დიდ ულუფები და მისაღები ფასები.

Pizza & Wine / პიცა & ვაინი - 15% Premium Card-ით
ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო პეპერონი სწორედ Pizza & Wine-ში გელოდება! იტალიური პიცა, ქართულ ღვინოსთან ერთად — შეუდარებელი კომბინაციაა.
მისამართი: ა. მირცხულავა 9გ, 5 კორპუსი. შეგიძლიათ ისიამოვნოთ ადგილზე. გემრიელი “ფრაისი და ქრისპი ჩიკენი” კი იდეალური დამატებაა პიცასთან ერთად.

Pizza24.GE / პიცა 24 - -20% Premium Card-ითთუ გსურს სწრაფად და გემრიელად დააგემოვნო პიცა თბილისში, Pizza24.GE იდეალური არჩევანია. მათი მენიუ მოიცავს სხვადასხვა ზომის კლასიკურ მარგარიტას, პეპერონის, ოთხი სეზონისა და რანჩის პიცებს.

Premium Card-ის სპეციალური შეთავაზება იტალიური კერძების მოყვარულებს:
Premium Card არის ახალი ქართული უნიკალური პროექტი რომელიც მომხმარებლებს ციფრული ბარათის გამოწერის მეშვეობით აძლევს წვდომას ქვეყნის მასშტაბით კომპანიების ფასდაკლებებზე.
ბარათი აერთიანებს ფასდაკლებებს ისეთ სერვისებზე, რომლითაც ყოველდღიურად ან ყოველთვიურად სარგებლობთ: კვების ობიექტები, სასტუმროები, სალონები, სპორტ-დარბაზები, აუზები. ციფრული ბარათით სარგებლობისთვის, საჭიროა მხოლოდ მისი 1 თვიანი, 3 თვიანი, ან 1 წლიანი გამოწერა.
R