ავტორი:

"პრობლემის ვაგვარებდით და შემდეგ, უეცრად, რაკეტები რამდენიმე ქალაქს ესროლეს" - ტრამპის თქმით, რუსეთის ქმედებებით იმედგაცრუებულია

"პრობლემის ვაგვარებდით და შემდეგ, უეცრად, რაკეტები რამდენიმე ქალაქს ესროლეს" - ტრამპის თქმით, რუსეთის ქმედებებით იმედგაცრუებულია

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.

  • "ჩვენ პრობლემის ვაგვარებდით და შემდეგ, უეცრად, რაკეტები რამდენიმე ქალაქს ესროლეს და ხალხი დაიღუპა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეკითხვაზე, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „კარგ ადამიანად თუ ცუდ ადამიანად“ თვლის, აშშ-ის პრეზიდენტმა პასუხი არ გასცა.

„მე ისეთი რაღაცები ვნახე, რამაც გამაკვირვა, ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.