ავტორი:

ტოვებთ თუ არა თანამდებობას? - რა უპასუხა "ხარებამ" ჟურნალისტების კითხვას

ტოვებთ თუ არა თანამდებობას? - რა უპასუხა "ხარებამ" ჟურნალისტების კითხვას

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი მივიდა.

  • "ინტერპრესნიუსს" კითხვაზე, თუ რას იტყოდა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მან დაკავებული თანამდებობდა შესაძლოა დატოვოს, უპასუხა, რომ "ყველაფერი შესაძლებელია".

"არანაირი სურვილი არ მაქვს ახლა ამ ჩაწერების და მიმოწერების”,- განაცხადა ხარაზიშვილმა.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რომ თანამდებობა დატოვოს, გდდ-ს ხელმძღვანელმა ეს არ გამორიცხა.

"ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ახლა...“,- განაცხადა ხარაზიშვილმა.

კითხვაზე, ახლა განიხილავთ თუ არა, ასე უპასუხა: „არაფერს“.

კიდევ ერთხელ დასმულ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, უახლოეს პერიოდში არ იყოთ თანამდებობაზე, ასე უპასუხა:

„შესაძლებელი ყველაფერია“,- განაცხადა ხარაზიშვილმა "ინტერპრესნიუსთან".