ავტორი:

რუს ჯარისკაცებს უკრაინაში ამერიკული F-16 გამანადგურებლის ჩამოგდებისთვის 200 000 დოლარი გადაუხადეს - რას წერს მედია

რუს ჯარისკაცებს უკრაინაში ამერიკული F-16 გამანადგურებლის ჩამოგდებისთვის 200 000 დოლარი გადაუხადეს - რას წერს მედია

ათეულობით რუს ჯარისკაცს უკრაინაში ამერიკული წარმოების F-16 გამანადგურებლის ჩამოგდებისთვის თითქმის 200 000 დოლარის ოდენობის ჯილდო გადაეცა - ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის სახელმწიფო მედიასაშუალება „ტასი“ ავრცელებს. ჯარისკაცებს ჯილდო რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს გამართულ ცერემონიაზე გადასცეს.

  • "Fores-მა შეასრულა თავისი ადრინდელი დაპირება და რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრებს F-16-ის ჩამოგდებისთვის 15 მილიონი რუბლი გადასცა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

უკრაინამ F-16 საბრძოლო თვითმფრინავების პირველი მიწოდება აშშ-სგან გასულ ზაფხულს, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიიღო, თუმცა უკვე განაცხადა, რომ სამი მათგანი დაკარგა.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ მოუწოდა მოსკოვსა და კიევს შეთანხმების მიღწევისკენ. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსული დელეგაცია თურქეთში გაემგზავრება და ორშაბათს უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება.

„ამ ეტაპზე ყველა რუსეთ-უკრაინის პირდაპირ მოლაპარაკებებზეა კონცენტრირებული. დროებითი ზავის პირობების სია მუშავდება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს მოსკოვში.

ეს ხდება მას შემდეგ, რაც ჯონ კელიმ, გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი წინადადება, რომელიც მოიცავს 30-დღიან სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ცეცხლის შეწყვეტას, "რუსეთის საუკეთესო შესაძლო შედეგს" წარმოადგენდა.

"ჩვენ გვსურს რუსეთთან თანამშრომლობა, მათ შორის ამ სამშვიდობო ინიციატივასა და ეკონომიკურ პაკეტზე. ამ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, - განუცხადა კელიმ უშიშროების საბჭოს. "ახლა შემოთავაზებული შეთანხმება რუსეთისთვის საუკეთესო შესაძლო შედეგია. პრეზიდენტმა პუტინმა შეთანხმება უნდა დაამტკიცოს“.

კელიმ ასევე დაგმო რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმა უკრაინაზე და განაცხადა, რომ თავდასხმები არ ადასტურებდა „მშვიდობის სურვილს“.

წყარო