ინდონეზიის სანაპიროსთან, ოკეანის ფსკერზე, 140 000 წლის წინ აშენებული დაფარული ქალაქი აღმოაჩინეს. ნამარხები საზღვაო ქვიშის მაღაროელებმა 2011 წელს იპოვეს, თუმცა ექსპერტებმა მათი ასაკი და სახეობა ახლახან დაადგინეს, რაც პალეოანთროპოლოგიის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
თავის ქალის ძვლებთან ერთად, მკვლევარებმა 36 სახეობის 6000 ცხოველის ნამარხი იპოვეს, მათ შორის კომოდოს დრაკონის, კამეჩის, ირმისა და სპილოს. ზოგიერთ მათგანს განზრახ ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, რაც იმის დასტურია, რომ ადრეული ადამიანები ნადირობის მოწინავე სტრატეგიებს იყენებდნენ.
ეს აღმოჩენები იშვიათ წარმოდგენას გვიქმნის უძველესი ადამიანის ცხოვრებასა და სანდალენდის ამჟამად დაკარგული მიწების შესახებ.
"ეს პერიოდი ხასიათდება რეგიონში ჰომინიდების პოპულაციების დიდი მორფოლოგიური მრავალფეროვნებითა და მობილურობით“, - განაცხადა ჰაროლდ ბერგჰუისმა, ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტის არქეოლოგმა.
14 000-დან 7 000 წლამდე პერიოდში მყინვარების დნობამ ზღვის დონის აწევა გამოიწვია, რამაც სანდალენდის დაბლობი ვაკეები დატბორა. მკვლევრებმა კვარცის მარცვლებზე ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინესცენცია (OSL) გამოიყენეს იმის დასადგენად, თუ როდის იყო ნალექები ბოლოს მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ.
ასევე აღმოაჩინეს ირმის სხვადასხვა სახეობის ნეშტი, მათ შორის რამდენიმე სახეობის ძვლები და კბილები. ირემი მტაცებლების, მათ შორის ადრეული ადამიანების, მნიშვნელოვანი საკვების წყარო უნდა ყოფილიყო.