დღეს მიუნხენში შეიძლება ითქვას რომ წლის მთავარი მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი იმართება. ეს მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან ერთად გამარჯვების შანსი და უმნიშვნელოვანესი ტიტულის მოგება შეუძლია. მატჩი იოლი რომ არ იქნებოდა თავიდანვე ცხადი იყო, ჩვენებურის გუნდი იტალიურ "ინტერს" უპირისპირდება და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 2:0 პარიზელების სასარგებლოდ.

პარიზელები ტიტულის პირველად დაუფლებას ცდილობენ, მილანელებმა კი გადამწყვეტი დაპირისპირება 2 წლის წინ დათმეს და იმ მარცხის გამოსწორება სურთ.
ფინალში ორი სხვადასხვა სტილის გუნდი ხვდება ერთმანეთს.
მატჩის პსჟ-ს უპირატესობით დაიწყო, ისინი ფლობდნენ დიდ წილად ბურთს, რამაც შედეგი გამოიღო - მე-12 წუთზე ვიტიანიას საჯარიმოში არაჩვეულებრივი პასის შემდეგ, დუემ ბურთი ჰაკიმს დაუგდო, მანაც "ინტერის" მეკარეს, ზომერს შანსი არ დაუტოვა ისე დაარტყა და ანგარიში პსჟ-ს სასარგებლოდ 1:0 გახდა.
მე-17 წუთზე უკვე ჩვენებურს ჰქონდა შანსი, მან სცადა კარისკენ დარტყმა, თუმცა მისი დარტყმული ასცდა კარს.
მე- 20 წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი საჯარიმოდან დაწყებული შეტევა დეზირე დუემ დააგვირგვინა და "ინტერის" კარის ბადეში მე-2 ბურთიც გაეხვა. ანგარიში 2: 0 გახდა.

მე-2 გოლის მიღების შემდეგ "ინტერი" კარგა ხანს გამოეთიშა თამაშს, ბურთს სრულად პსჟ ფლობდა, თუმცა დიდად აღარ ცდილობენ თამაშის გამწვავებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს ვითარება 36-ე წუთამდე გაგრძელდა, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ ტურამის თავით დარტყმული ბურთი მცირედ ასცდა დონარუმას კარს. ამის შემდეგ მილანელები გააქტიურდნენ, სცადეს პრესინგის თამაში, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ხვიჩას მატჩის მიწურულსაც ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა არ გაუმართლა.
პირველი ტაიმი პარიზელების ორბურთიანი უპირატესობით დასრულდა.
პსჟ- ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე:
"ინტერის" მწვრთნელის სიმონე ინძაგის შეგირდები კი შემდეგი ძირითადი შემადგენლობით გავიდნენ სტადიონზე:
მატჩს რუმინელი არბიტრი იშტვან კოვაჩი მსაჯობს.
იხილეთ ასევე: