ავტორი:

"კვარა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია: პსჟ-მ "ინტერი" გაანადგურა

"კვარა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია: პსჟ-მ "ინტერი" გაანადგურა

დღეს მიუნხენში შეიძლება ითქვას რომ წლის მთავარი მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა. ეს მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან ერთად გამარჯვების შანსი და უმნიშვნელოვანესი ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა, რაც გუნდმაც და ხვიჩამაც გამოიყენა. შეუძლია. ჩვენებურის გუნდი იტალიურ "ინტერს" დაუპირისპირდა და გაიმარჯვა ანგარიშით: 5:0.

პარიზელები ტიტულის პირველად დაეუფლნენ.

პირველი ტაიმი პსჟ-ს უპირატესობით დაიწყო, ისინი ფლობდნენ დიდ წილად ბურთს, რამაც შედეგი გამოიღო - მე-12 წუთზე ვიტიანიას საჯარიმოში არაჩვეულებრივი პასის შემდეგ, დუემ ბურთი ჰაკიმს დაუგდო, მანაც "ინტერის" მეკარეს, ზომერს შანსი არ დაუტოვა ისე დაარტყა და ანგარიში პსჟ-ს სასარგებლოდ 1:0 გახდა.

მე-17 წუთზე უკვე ჩვენებურს ჰქონდა შანსი, მან სცადა კარისკენ დარტყმა, თუმცა მისი დარტყმული ასცდა კარს.

მე- 20 წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი საჯარიმოდან დაწყებული შეტევა დეზირე დუემ დააგვირგვინა და "ინტერის" კარის ბადეში მე-2 ბურთიც გაეხვა. ანგარიში 2: 0 გახდა.

პირველი ტაიმი პარიზელების ორბურთიანი უპირატესობით დასრულდა.

მეორე ტაიმი ხვიჩას უმწვავესი შეტევით დაიწყო, თუმცა ბურთი ამჯერადაც ასცდა კარს. "ინტერი" ცდილობდა მეორე ტაიმში შეეცვალა თამაშის სტილი, უფრო ხშირად გადადიოდა შეტევაზე, თუმცა პსჟ-ს დაცვას ვერაფერი მოუხერხა. ამასთანავე მილანელების დავამ ვერაფერი დაუპირისპირა დეზირე დუეს, რომელმაც ასისტისა და გოლის მერე ზომერს მეორე ბურთი 63-ე წუთზე გაუტანა, რის მერე მალევე შეცვალა ის ლუის ენრიკემ, მოედანზე მის ნაცვლად ბარკოლა გამოვიდა, რომელიც სწრაფად ჩაერთო თამაში და მისი დარტყმული კარს ასცდა.

ქართველმა თავი 73 წუთზე გამოიჩინა და ზომერს მე-4 გოლი გაუტანა.

"კვარა" გახდა პირველი ქართველი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გატანა მოახერხა.

ის ლუის ენრიკემ 84-წუთზე შეცვალა. ხვიჩა პსჟ-ს გულშემატკივარმა ფეხზე ადგომით და შეძახილებით გააცილა.

86 - ე წუთზე პსჟ-მ მე-5 გოლი გაიტანა. ამჯერად თავი მაულუმ გაიტანა და საბოლოოს ანგარიში 5:0 დააფიქსირა.

  • პსჟ- ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე:

დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, დუე, კვარაცხელია, დემბელე.

  • "ინტერის" მწვრთნელის სიმონე ინძაგის შეგირდები კი შემდეგი ძირითადი შემადგენლობით გავიდნენ სტადიონზე:

იან ზომერი, დენზელ დუმფრისი, ფრანჩესკო აჩერბი, ბენჟამინ პავარი, ფედერიკო დიმარკო, ალესანდრო ბასტონი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ჰენრიკ მხითარიანი, ნიკოლო ბარელა, მარკუს ტურამი, ლაუტარო მარტინესი.

მატჩს რუმინელი არბიტრი იშტვან კოვაჩი სჯიდა.

იხილეთ ასევე: