ავტორი:

"სულ მჯეროდა, რომ ყველაფერი შესაძლებელია - მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ" - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ?

"სულ მჯეროდა, რომ ყველაფერი შესაძლებელია - მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ" - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ?

"გასაოცარი შეგრძნებაა, შოკირებული ვარ. არ მჯერა, რომ ახლა აქ ვარ", - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ.

  • მისი თქმით, ძალიან ამაყია, რომ ეს შეძლო.

"აღწერაც კი მიჭირს, გასაოცარი შეგრძნებაა, შოკირებული ვარ. არ მჯერა, რომ ახლა აქ ვარ, თუმცა სულ მჯეროდა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ და ძალიან მიხარია. ეს ყველაფერი შევძელი ამ საოცარ კლუბთან და მწვრთნელებთან ერთად. ძალიან ამაყი ვარ.

ვფიქრობ, რომ ეს გუნდი ჩემს მოსვლამდეც იმსახურებდა ჩემპიონობას, მაგრამ ეს ფეხბურთია, ხშირად არის რთული მომენტები, რომლებიც უნდა გადალახო და ჩვენ ეს შევძელით.. არ არის მარტივი ფინალში ინტერის 5-0 დამარცხება.

ვფიქრობ. ამას ისინი ჩემამდეც იმსახურებდნენ.

ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ოჯახივით ვართ. ვცდილობთ ერთმანეთს მაქსიმალურად დავეხმაროთ. მწვრთნელიც გასაოცარია, ის ყველაფერს იდეალურად ხსნის და შემდეგ ჩვენ ეს მოედანზე გადაგვაქვს", - აღნიშნა კვარაცხელიამ