ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან ერთად კარიერის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. "კვარა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.
ფინალში, რომელიც მიუნხენში გაიმართა, პარიზულმა კლუბმა "ინტერი" ანგარიშით 5-0 დაამარცხა. ვნახეთ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქართული გოლიც.
PSG აქვეყნებს მატჩის შემდეგ, გასახდელში გადაღებულ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ პოზირებს "კვარა" ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად.
"მაჩვენე ფოტო, მაჩვენე ფოტო", - გვესმის ვიდეოში.