ავტორი:

"ბარბაროსები დანაშაულის ჩასადენად გამოვიდნენ" - დააკავეს 80-ზე მეტი ადამიანი, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა: რა ხდებოდა პარიზში მატჩის შემდეგ (ფოტოები)

"ბარბაროსები დანაშაულის ჩასადენად გამოვიდნენ" - დააკავეს 80-ზე მეტი ადამიანი, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა: რა ხდებოდა პარიზში მატჩის შემდეგ  (ფოტოები)

პარიზის ქუჩებში წუხელ პსჟ-ინტერის მატჩის საყურებლად ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა, მოგვიანებით კი შეკრება ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა.

მედიის ინფორმაციით სამართალდამცველებმა სულ მცირე, 81 ადამიანი დააკავეს.

  • გულშემატკივრის დიდი ნაწილი "პარკ დე ფრანსის" სტადიონთან იყო შეკრებილი. სტადიონის მიმდებარედ რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა და სახანძრო ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

"პსჟ-ს ნამდვილი გულშემატკივრები აღფრთოვანებულები არიან თავიანთი გუნდის ბრწყინვალე თამაშით.

ამასობაში, ბარბაროსები პარიზის ქუჩებში გამოვიდნენ დანაშაულის ჩასადენად და სამართალდამცველების პროვოცირებისთვის. მე ვთხოვე უსაფრთხოების ძალებს მახდინონ რეაგირება ამ ძალადობაზე, მხარს ვუჭერ თითოეულ პოლიციელს, რომლებიც ამ საღამოს ყველას უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. უკვე აუტანელია, რომ შეუძლებელი გახდა ზეიმი ბანდიტების სისასტიკის შიშის გარეშე, რომლებიც პატივს არაფერს სცემენ", - აცხადებს საფრანგეთის შს მინისტრი ბრუნო რეტაილო.

წესრიგის დასაცავად პარიზის ქუჩებში 5400 პოლიციელი გამოიყვანეს. მათ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი,