ავტორი:

ბრიანსკის ოლქში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა

ბრიანსკის ოლქში ხიდის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ხიდი, რომელზეც ავტომობილები იმყოფებოდნენ, ჩამოინგრა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

  • მათივე ინფორმაციით, ხიდის ჩამონგრევის დროს მის ხიდის ქვეშ სამგზავრო მატარებელი გადიოდა.

რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა ტელეარხ „როსია 24“-ის ეთერში განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზი აფეთქება გახდა.

მისივე ინფორმაციით, მატარებელში, რომელიც ხიდის ქვეშ გადიოდა 388 მგზავრი იმყოფებოდა.