პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა: ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი კაროლ ნავროცკი, 29.54%-ით.
პოლონეთის პრეზიდენტი ის კანდიდატი გახდება, რომელიც მეორე ტურში ამომრჩევლების ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.