"ღმერთს ვეუბნებოდი მადლობას", - ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალის მოგების შემდეგ "პალიტრანიუსის" და YouTube არხ TST sport-ის ჟურნალისტის, ცოტნე შაორშაძის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
ლიგის თასს რომ ვეხუტებოდი, მაშინ იმას ვფიქრობდი, რომ პატარა ბიჭი რომ ვიყავი, რომელსაც ეს ოცნება ჰქონდა, ერთად გამიელვა ყველაფერმა, ის პერიოდი რაც გავიარე ფეხბურთთან ერთად და ცხოვრებასთან ერთად, ერთად ჩამიარა ყველაფერმა", - თქვა კვარაცხელიამ.