მასშტაბური ხანძარი კანადაში - სტიქიის გამო, ათასობით ადამიანს მოუწია ევაკუაცია

მასშტაბური ხანძარი კანადაში - სტიქიის გამო, ათასობით ადამიანს მოუწია ევაკუაცია

შაბათ-კვირას ცენტრალურ კანადაში მცხოვრებლებს მძვინვარე ხანძრებთან გამკლავება უწევდათ. პარალელურად ძლიერი ქარის დინამიკის გამო, კვამლმა მექსიკის ყურის სანაპირომდეც კი მიაღწია.

  • კვამლმა აშშ-კანადის საზღვრამდეც მიაღწია, სადაც ჰაერის ხარისხის ინდექსის მაჩვენებლები 200-400-მდე აღწევდა, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშად ითვლება.

ქვეყნის დიდი ნაწილის მასშტაბით, კვამლმა პილოტებისთვის ხილვადობის შემცირებაც გამოიწვია.

კანადაში 150-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრის კონტინგენტი ჩავიდა, დამატებითი რესურსების განლაგება კი მომდევნო კვირებშია მოსალოდნელი.

კანადის ხელისუფლება გვალვის პირობების მნიშვნელოვნად გაუარესებას მოკლევადიან პერსპექტივაში არ ელის, რადგან მომდევნო კვირას გაფანტული წვიმებს ელიან.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა